ავტორი:

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი

საფრანგეთში, ქალაქ კომპიენში ფლორენციელი მხატვრის, ჩიმაბუეს უცნობი შედევრი აღმოაჩინეს. ნახატი 2019 წლის სექტემბერში მოხუცი ქალის სახლში, სამზარეულოში იპოვეს.

ქალი ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ გაჩნდა ნახატი იქ. მისივე თქმით, წლებია ის სამზარეულოში, თეფშების კარადის თავზეა ჩამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ქალმა ნახატი შემფასებელთან თავად მიიტანა, რადგანაც ჩათვალა, რომ ის უძველესი ხატი იყო.

ნახატი სექტემბერშივე აუქციონზე 24 მილიონ ევროდ გაიყიდა, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის სახელმწიფომ შედევრის საფრანგეთის ტერიტორიიდან გატანა აკრძალა.

Christ Mocked (ქრისტეს დაცინვა) - ასე ჰქვია შედევრს, რომელიც, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ფლორენციელ მხატვარს, ჩიმაბუეს ეკუთვნის. ჩიმაბუე მხატვარ ჩენი დი პეპოს ფსევდონიმია, რომელიც ფლორენციაში, დაახლოებით, 1240 წელს დაიბადა. როგორც ცნობილია, ჩიმაბუე პროტორენესასნული პერიოდის გენიალური მხატვრის, ჯოტოს მასწავლებელი იყო.

"მსოფლიოში ჩიმაბუეს მხოლოდ 11 ნახატია ცნობილი და მისი ტილოები იშვიათობაა“, - ამბობს СNN-თან ხელოვნებათმცოდნე, ჟერომ მონტკოკილი.

მისივე თქმით, აღმოჩენილი ნახატი, სავარაუდოდ, 1280 წლით თარიღდება. სწორედ ამ პერიოდში დახატა ჩიმაბუემ 8 სცენა, რომელთა მთავარი ხაზი იესო ქრისტეს წამება იყო.

საფრანგეთის სახელმწიფომ ნახატს ეროვნული საგანძურის სტატუსი მიანიჭა, რაც მისი ქვეყნიდან გატანას კრძალავს. იგეგმება ნახატის ლუვრში, სხვა შედევრების გვერდით გამოფენა.

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?

როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ნაძვის ხე? - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ფოტოები