ავტორი:

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 25 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ნაძვის ხის მიმართ საზოგადოებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რადგანაც ცნობილი იყო, რომ ის იტალიაში დაამზადებინეს და თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო დაუჯდა.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადამიანთა დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს უამრავი კრიტიკული პოსტი და კომენტარი მიეძღვნა.

ამ ფოტოკოლაჟზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეა აღბეჭდილი - ასე გამოიყურება ის დღის განმავლობაში და ღამით, განათების ჩართვის შემდეგ:

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ნაძვის ხის ვიზუალმა ხუმრობის ხასიათზეც მოიყვანა:

"როგორი ქვეყანაც ვართ, ისეთი ნაძვის ხე გვაქვს, გაძვალტყავებული"

"როგორი გამხდარი ნაძვის ხეა"

"ეს როგორი ნაძვის ხეა, მტერი შემოესია?"

"ამას ქვია გაუპატიურებული ნაძვის ხე. ერთი აზრი მაქვს: ხეების გადარგვა-გადმორგვაში გამოცდილია ბ. ბიძინა და ერთი ნაძვის ხე აიღეთ, ჩარგეთ მანდ მუდმივიც იქნება, ბუნებრივიც და ფინანსების ხარჯვასაც შეამცირებთ"

"თქვენ ხო არ ღადაობთ????? წინა წელს ძლივს ყველაზე ნორმალური ნაძვის ხე გვქონდა და იმის მერე ესეთს რატომ დგამთ? ვითომ ბუნებრივს ჰგავსო? და ანუ მაგარიაო? ბუმბულგაპუტულ ქათამს ჰგავს, ფუი!"

"მართლა ულამაზესად გაანათეთ თბილისი, მაგრამ ეს გაპანწკვლული ნაძვის ხე სად იშოვეთ, გაფიცებთ!"

"ყველაფერი ძაან ლამაზია ამ ნაძვის გარდა"

"ჩვენი ნაძვის ხე არაა, ჩაგვიდეს"

"შესანიშნავი ნაძვის ხეა. განათებაც სადა და ლამაზია. ცოტა მართლა ჰგავს მარიხუანას გაკრეფილ ძირს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მიჩვეულები - ნაძვის ხე მსუქანი უნდა იყოს ახალი რძალივით"

"HAUTE COUTURE - რა ვიცი. სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე... ტრენდული ნაძვის ხეა"

"ანუკის ხაზი იგრძნობა, ამ ნაძვის ხეში"

"დოლარებით მაინც გაგეფორმებინა ბიჭო ეს ჯონჯოლის ხე, ცოტა გულს გადააყოლებდა ხალხი. აზრზე არ ხარ რა"

"პირველად მოხდა როცა ნამდვილ ნაძვს ჰგავს და არა კონუსს"

"ამაზეა ატეხილი ამბავი? რას ერჩიან მშვენიერი ნაძვის ხეა"

"საწყალი ნაძვი. ამ ახალ წელს ამდენი უარყოფითი კომენტარებისთვის ეს ნაძვი ცოდო არ არის?! მე მომწონს, მშვენიერი ფიგურა აქვს და საერთოდ ბევრი, ახალი წლის მერე ასეთ ტანზე თუ დარჩებით, კარგი იქნება" - წერენ თბილისის მერის ფეისბუქ-გვერდზე ნაძვის ხის ფოტოს კომენტარებში.

საახალწლოდ განათებული რუსთაველის გამზირი

თავად თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ ნაძვის ხე მოსწონს და რომ მსოფლიოში ახლა ასეთი ხეებია ტრენდული.

კითხვაზე, აღნიშნული ნაძვის ხე მართლაც ღირდა, თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: "ეჭვი გეპარებათ მაგაში?!" თბილისის მერმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს საახალწლოდ ნორვეგიიდან ჩამოიტანს.

"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ვნახოთ, როგორი ნაძვის ხეებია ტრენდული ევროპაში, როგორ ხვდებიან ევროპული ქვეყნები 2020 წელს:

ლიტვა - ვილნიუსი

ჩეხეთი - პრაღა

საფრანგეთი - სტრასბურგი

გერმანია - კიოლნი

უკრაინა - კიევი

იტალია - რომი

ავსტრია - ვენა

უნგრეთი - ბუდაპეშტი

ბელგია - ბრიუსელი

გერმანია - ფრანკფურტი

პოლონეთი - ვარშავა

შვედეთი - სტოკჰოლმი

გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - კალაძის ინფორმაციით, საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ

"ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე