ავტორი:

საქმიანი დღიური - წლის სწორად დაგეგმვის ალტერნატივა

საქმიანი დღიური - წლის სწორად დაგეგმვის ალტერნატივა

საქმიანი დღიური წლის სწორად დაგეგმვის საუკეთესო ალტერნატივა საკმაოდ დიდი ხანია გახდა. ყოველდღიური რუტინის სწორად მართვასა და დროის ეფექტურად გადანაწილებაში კომფორტული, ჩანთით სატარებელი, ან უბრალოდ სამუშაო მაგიდის განუყრელი მეგობარი - სასურველი ფერის დღიური დაგეხმარებათ.

ეს ნივთი საქმიანი ადამიანების დღის განუყოფელი აქსესუარია. თუკი ჯერ კიდევ საჩუქრის შერჩევის პროცესში ხართ, იდეალური ვარიანტი სწორედ ასეთი დღიურია, მისი გარეკანი მყარი, სადა და ელეგანტურია, რაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე არის მორგებული. მასში შეტანილია ცნობილი ადამიანების, ბიზნესპერსონების, მწერლებისა და სპორტსმენების მამოტოვირებელი ციტატები, რომლებსაც გარდატეხის მოხდენა შეუძლია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

ყოველი ახალი გვერდი ახალი მიზნის დასახვაში, განხორციელებაში სამოტივაციო ისტორიითა და თავგასავლით, ან უბრალოდ ერთი გამონათქვამითაც კი მეტ ენერგიას შეგმატებთ, სამუშაო განწყობას აგიმაღლებთ და თქვენი მიზნების განხორციელებისკენ კიდევ ერთ სწორად გადასადგამ ნაბიჯში შემოგეშველებათ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, მთელი დღის განმავლობაში მუშაობა ადამიანის შრომისუნარიანობის ტემპს ანელებს და გონების დატვირთვას იწვევს. იდეალური სარელაქსაციო საშუალება ამ დროს,ფსიქოლოგების რჩევით, ხატვა და გაფერადებაა, რომელიც საქმიანი დღიურის ფურცლებშივე არის შესაძლებელი.

თქვენ კი, ისღა დაგრჩენიათ, მიაშუროთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს და მარაგის ამოწურვამდე მოიმარაგოთ საკუთარი თავისთვის და საქმიანი მეგობრებისთვის წლის ყველაზე მთავარი აქსესუარი საქმიანი დღიურის სახით.

კორპორატიული შეთავაზებისათვის, დაუკავშირდით გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ნომერზე - (+995) 032 2383871 ან (+995) 595999972 ან მისწერეთ მეილზე: book@palitra.ge

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში