ავტორი:

საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 103 სკოლას ჰყავს

საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 103 სკოლას ჰყავს

საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს.

ფსიქოლოგები ჰყავს დედაქალაქ თბილისის, ასევე იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე - დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ფსიქოლოგების ანაზღაურებას, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საათობრივად და შეადგენს საათში 12 ლარს.

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა