ავტორი:

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა

რას იტყვით, ბილ გეითსი რომ თქვენი სანტა აღმოჩნდეს? როგორ საჩუქარს ელით მისგან? სოციალურ ქსელ Reddit-ის მიჩიგანელი მომხმარებელი იღბალს არ უჩივის, რადგანაც მისი საიდუმლო სანტა სწორედ Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი აღმოჩნდა.

ქალი, სახელად შელბი, RedditGifts.com-ის მიერ ორგანიზებულ "საიდუმლო სანტას“ უკვე წლებია თამაშობს. წელს კი, განსაკუთრებული საჩუქარი განსაკუთრებული ადამიანისგან მიიღო. სასაჩუქრე ყუთი, რომელიც ბილ გეითსმა გამოუგზავნა, 36 კილოგრამს იწონიდა.

შელბის თქმით, იცოდა, რომ "საიდუმლო სანტას" ბილ გეითსიც თამაშობდა და ყოველთვის ფიქრობდა, საინტერესო იქნებოდა თუ თავად აღმოჩნდებოდა ბილის სანტა და კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ბილ გეითსი იქნებოდა მისი "საიდუმლო სანტა".

მილიარდელი ფილანთროპი "რედითის“ საიდუმლო სანტას თამაშში ხუთ წელზე მეტია ჩართულია და ამბობს, რომ ცდილობს პიროვნების შესაბამისი საჩუქრები შეარჩიოს და მათ ყოველთვის თამაშში ჩართულ მომხმარებელთა მიერ შევსებული კითხვარის მიხედვით ყიდულობს.

ბილ გეითსის სასაჩუქრე ყუთი იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ მანქანაში ვერ ჩაეტია, ამიტომაც შელბიმ და მისმა ქმარმა ყუთი გახსნეს, საჩუქრები გადაანაწილეს და სახლში ასე წაიღეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მარტში შელბის დედა გარდაეცვალა, ბილ გეითსმა კი, გარდაცვლილი ქალის სახელზე ამერიკის გულის ასოციაციას თანხა შესწირა. შელბი ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

შელბი გვიზიარებს ზოგიერთ საჩუქარს, რომელიც ყუთში აღმოჩნდა:

  • 2019 წელს გამოქვეყნებული წიგნების კოლექცია, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეითსი უწევს რეკომენდაციას.
  • "ჰარი პოტერის" თემით ინსპირირებული სანტა კლაუსის ქუდი.
  • ჰილიან შილდის საყურეები, რომელიც "ლეგენდა ზელდას“ თემის მიხედვით შეიქმნა.
  • "ლეგენდა ზელდას“ თემაზევე, ხელით შექმნილი პლედი.
  • ბუდე-ჰამაკი
  • ტკბილეული - ნუშის კანფეტები, სიეტლის შოკოლადი, ჟელეს კანფეტები.
  • შვიდი შეკვრა ნამცხვარი.
  • სათამაშოები შელბის კატისთვის, ემისთვის.
  • სათამაშოები ლოგიკის გასავარჯიშებლად. სათამაშოების მთავარი თემა კატებია.
  • მუყაოსყდიანი რვა წიგნი.
  • "დიდი გეთსბის“ ხელნაწერის ასლი.
  • სანთლები წარწერით "დიდი გეთსბისგან“
  • ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ლეგოს ორი სათამაშო - ერთით ჰარი პოტერის სასახლე იგება, მეორეთი კი ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი სცენა.
  • სატელევიზიო შოუ "Twin Peaks"-ის თემით შთაგონებული სამოსი - მაისური, ჟაკეტი, სვიტერი, რომელზეც შოუს გმირების ფოტოებია დაპრინტული, ასევე, რეჟისორ ჯონათან სენგერის წიგნი და შოუს მეორე სეზონის სცენარი.

"არის საშიშროება" - რატომ არ ეთანხმება Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი სკოლების გახსნას?

უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა - რას ედავებიან თავდამსხმელს?

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები