ავტორი:

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ტვ პირველის“ დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა მინისტრს მათ შეკითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და დემაგოგიის მოსმენას არ აპირებს.

„შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრსა და მედიამენეჯერებს შორის, ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი 2“-ს, რატომ დაედო ვალები „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. ჩემთვის ეს იყო დიდად უინტერესო. არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას, მითუმეტეს, რომ პასუხები არ ჰქონდა“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე რჩებიან „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი და „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, "ფინანსთა მინისტრ იავნე მაჭავარიანს საუბრისას წამოსცდა, რომ აქამდე კონკრეტული ტელევიზიებს ვალი რომ არ გადაახდევინეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო".

შეხვედრის დაწყებამდე გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველი“ „გაჯიქებას“ არ აპირებს და აუცილებლად გადაიხდის დავალიანებას, თუმცა მას შემდეგ, რაც თანაბარ პირობებში იქნება სხვა დავალიანებების მქონე ტელევიზიებთან.

„მოდით, ვიყოთ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები: მე არავის დახურვა არ მინდა. მე ვამბობ იმას, რომ უსინდისობაა, დააბრალო კერძო კომპანიებს „კავკასიას“ და ჩვენ თავს ვგულისხმობ, რომ გადასახადებს არ იხდის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მოყოლებული უზარმაზარ დავალიანებას არ ახდევინებ ტელევიზიებს, რომელიც კოჭს გიგორებს. ინკასოზე მეტად ამ თემაზე ვარ გაბრაზებული. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მხოლოდ 2 კვირით ვითხოვდით გადაწევას. გაჯიქებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. შემდეგ კი, ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

კახა კალაძე ოპოზიციას "ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში" გაერთიანებას სთავაზობს - "მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა"

"ჩვენთან ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როცა ოპოზიციისა და ჩვენი დასავლელი კოლეგების შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს" - ექსპერტი

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?