ავტორი:

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

"რა პარტია, რის პარტია... არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?!" - გურამ დოჩანაშვილი მკითხველზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზე

26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და, ფაქტობრივად, მთელი 2019 წელიც მისი იყო. საიუბილეოდ მის პიესებზე დადგმული სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინეს, ხარაგაულის თეატრი კი აქეთაც ეწვია, თბილისში. დედაქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ.

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. თავადაც შეიძლება უფროსი ასაკის ადამიანებთან შეხვედრაზე ვერ წავიდეს, მაგრამ უმცროს თაობას თითქმის არასდროს აწბილებს, მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეუშალოს ხელი.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა, ირმა ხარშილაძემ არც 2019 წელს დაარღვია ტრადიცია და ბატონ გურამს შინ ეწვია. გთავაზობთ, ამონარიდებს გურამ დოჩანაშვილის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" საახალწლო ნომერში გამოქვეყნდა:

"ხშირად ვფიქრობ, არავინ რომ არ მცნობდა, ნეტავ იმ დროს მომასწრო. ვერ გავდივარ ქუჩაში, რადგან ყველა მესალმება, მკითხულობს, მე კიდევ ამას განვიცდი... ჩემი ასაკის კაცი ან საერთოდ ვერ უნდა წერდეს, ან აჯობებს, სულ არ დაწეროს. უნდა გაგაღიმოთ ახლა: როგორც წესი, მშობლები აყოლებენ ბავშვებს, ვინ რა წაიკითხა.

კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჩემი თავი ბავშვებმა შეაყვარეს მშობლებს და ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბავშვები უფრო განწყობილები არიან სიკეთისკენ, თავისუფლებისკენ, ერთგულებისკენ, ოცნებისკენ. მართლა უბედნიერესი ვარ, ბავშვების გამო მშობლებს რომ ვუყვარვარ...

...ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი?!

ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია?!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ!

ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე.

ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი... წაიკითხეთ ვრცლად

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა

საშობაო საჩუქარი მკითხველს - ოთხი სახარება - "ოთხთავი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს