ავტორი:

"თბილისი მოლში" ცხოველების გამოფენა გაიმართა

"თბილისი მოლში" ცხოველების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით და „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით, „თბილისი მოლში“ ცხოველების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავს დამთვალიერებელთათვის სხვადასხვა სახის ცხოველების გაცნობას, ვეტერინარიის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ცხოველების მოვლა-პატრონობის და კეთილდღეობის ცნობიერების ამაღლებას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ცხოველებს შორის იყვნენ: ზაზუნები, ზღვის გოჭები, კურდღლები, მაიმუნები, ლეკვები და სხვა. გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, დამთვალიერებლებმა პროფესიონალი ვეტერინარი ექიმებისგან უფასო კონსულტაციები მიიღეს.

ღონისძიების ორგანიზატორისა და ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტის, ლალი ვაშაკიძის ინფორმაციით, ოჯახებში ცხოველების ყოლის ინტერესი ყოველ წელს უფრო იმატებს.

„ჩვენ, ვეტერინარი ექიმების გუნდი ყოველთვის ვდგავართ ქვეყნის სამსახურში და დღევანდელი ღონისძიებით გვინდა კიდევ უფრო ახლოს შევხვდეთ საზოგადოებას, მათ შეკითხვებსა და ინტერესს გავცეთ პასუხი. ოჯახებში ცხოველების ყოლის ინტერესი ყოველ წელს უფრო იმატებს, ვსაუბრობთ რამდენად კარგია ცხოველი ოჯახში, მაგრამ ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის ზოოლოზური დაავადებები, რაც შეიძლენა ცხოველს თან ახლდეს. დღევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ყველას მოწვევა რთული გახდა. წარმოვადგინეთ ძირითადად პატარა ჯიშის ცხოველები, რათა საზოგადოება უკეთ ნახოს, რომელი ცხოველი რა პირობებში შეიძლება ჰყავდეს და ავუხსნათ მათი თვისებების შესახებ“, - განაცხადა ლალი ვაშაკიძემ.

როგორია "სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის  მდგომარეობა - რას აცხადებენ კლინიკაში

"ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი და დღემდე ბრძოლაში ვცხოვრობთ" - პატრიარქი

უძველესი ქართული კვალი უცხოეთის წმინდა მიწაზე - საქართველო სენსაციური აღმოჩენების მოლოდინში!