ავტორი:

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?

41 წლის ქალის დაუჯერებელი გარეგნობა - როგორ უვლის კანს იმისთვის, რომ თინეიჯერს ჰგავდეს?

ალბათ, ფიქრობთ, რომ გოგონა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, თინეიჯერია. სინამდვილეში, ტაივანელი ინტერიერის დიზაინერი, ლურ ჰსუ 41 წლისაა. არ ვხუმრობთ, ეს სიმართლეა.

ლურ ჰსუს გარეგნობაში, რა თქმა უნდა, გენეტიკა უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა მისი შეუძლებლად ახალგაზრდული იერი კანის მოვლის რუტინასაც უკავშირდება.

დიზაინერმა კანის მოვლის საიდუმლო გამოცემა Friday-ს გაუზიარა და ახალგაზრდული იერის მიზეზებზე ისაუბრა. ლურ ჰსუ ამბობს, რომ მთავარი საიდუმლო არის მზისგან დამცავი კრემის მუდმივი გამოყენება და ამასთანავე, შავი ყავის მირთმევა.

„ყველაფერი უკავშირდება დამატენიანებელ კრემს და მზისგან დამცავ საშუალებებს, არასოდეს არ გავდივარ გარეთ მზისგან დამცავი კრემის გარეშე, არც ღრუბლიან ამინდში“, - ამბობს ჰსუ.

მისივე თქმით, მზე კანს აშრობს, ლაქებს აჩენს, ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას და შესაბამისად, დაბერების პროცესს აჩქარებს.

ტაივანელი ჰსუ ასევე ამბობს, რომ მზისგან დამცავი კრემის გარდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს შავი ყავა და წყალი. ის დიდი რაოდენობით წყალს სვამს იმისთვის, რომ კანმა ტენიანობა შეინარჩუნოს. რაც შეეხება ყავას, დღის განმავლობაში ორ ფინჯანს მიირთმევს.

ასევე, მიირთმევს დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს. თავს არიდებს შაქრის შემცველ სასმელს და არაჯანსაღ საჭმელს. მიირთმევს პროტეინებით მდიდარ საკვებს, ამავდროულად, ვარჯიშობს.

„რა თქმა უნდა, გენეტიკაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ჩემი ახალგაზრდული იერის მთავარი საიდუმლო ცხოვრების ჯანსაღი წესია.“