ავტორი:

საპატრულო პოლიციის წინასაახალწლო საჩუქარი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს (ფოტო)

საპატრულო პოლიციის წინასაახალწლო საჩუქარი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს (ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, წიკლაურების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. პატრულ-ინსპექტორებმა მათ მიერვე შეგროვებული თანხით საკვები პროდუქტები, პატარებისთვის სათამაშოები და ტკბილეული შეიძინეს, რომელიც ოჯახს თანხის დარჩენილ ნაწილთან ერთად გადასცეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახი თავად შეარჩიეს და წინასაახალწლოდ ეწვივნენ. წიკლაურების ოჯახში 4 მცირეწლოვანი ბავშვია.

"იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა... რამ გამოიწვია ეს, ძალიან რთულია ამაზე საუბარი" - თამარ გაბუნია ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებაზე

6 თვით გაურძელდა ვადა კანონს, რომლის თანახმად მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა