ავტორი:

პარლამენტის წინ გასაბერი ატრაქციონი ჩაიფუშა

პარლამენტის წინ გასაბერი ატრაქციონი ჩაიფუშა

პარლამენტის წინ განთავსებული გასაბერი ატრაქციონი ჩაიფუშა.

რა გახდა ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, დილით თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ატრაქციონები რკინის კონსტრქუციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი შენობის წინ კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ.

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა