ავტორი:

პიროტექნიკით დაშავებულ 51 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში

პიროტექნიკით დაშავებულ 51 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.

ასევე, იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 არასრულწლოვანი შეიყვანეს. 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული.

სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა.

პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.