ავტორი:

გერმანიის ზოოპარკში ხანძარს თითქმის ყველა ცხოველი ემსხვერპლა - ხანძრის შემდეგ გადაღებული ფოტოები

გერმანიის ზოოპარკში ხანძარს თითქმის ყველა ცხოველი ემსხვერპლა - ხანძრის შემდეგ გადაღებული ფოტოები

გერმანიის ქალაქ კრეფელდის ზოოპარკში ხანძარს თითქმის ყველა ცხოველი ემსხვერპლა. ზოოპარკში ცეცხლი ახალი წლის ღამეს გაჩნდა. შედეგად დაიხოცა 30-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის მაიმუნები, ჰომინიდები, ჩიტები და ღამურები.

პოლიციის ცნობით, გადარჩა მხოლოდ ორი შიმპანზე.

წინასწარი გამოძიებით, ზოოპარკში ხანძრის გაჩენის მიზეზი ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაშვებული ფრანი გახდა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ზოოპარკში ჩამოვარდა. კრეფელდის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის შიმპანზეები, ორანგუტანები და უისტიტები ბინადრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სადღესასწაულო ფრანების ცაში გაშვება აკრძალულია, ვინაიდან ხშირია ხანძრის გაჩენის შემთხვევები.

ხანძრის შემდეგ მოქალაქეები შემთხვევის ადგილას მიდიან და სანთლებს ანთებენ. ნახეთ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები:

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება