ავტორი:

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

ტელეწამყვანი ნელი აგირბა მესამე შვილს ელოდება. „ბედობას გილოცავ საყვარელო“ - ამ ტექსტით ჟურნალისტს საყვარელმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში ბედობა მიულოცა და ორსული ნელის ფოტო გამოაქვეყნა.

ჟურნალისტის ახალი რჩეული „ჩემი ცოლის დაქალების“ ხმის ოპერატორი ეშტონ ლაღიძეა. ეშტონი წლების მანძილზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ ერთ-ერთი წევრი გახლდათ და სერიალშიც თამაშობდა. ეშტონ ლაღიძე პარალელურად სერიალ „ჩცდ“-ს ხმის ოპერატორია.

წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელში პირველად 2019 წლის 17 დეკემბერს გაასაჯაროვა და მეგობრებისგან მილოცვებიც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნელი აგირბას პირველი ქმარი, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ცნობილი პერსონაჟის, შავლეგო მადლიანის შემსრულებელი ილო ბეროშვილი გალხდათ, წყვილს ორი საერთო შვილი, სესილია და ევა ჰყავს. მეორე ქორწინებაში ნელი ირაკლი ძიმისტარაშვილთან იმყოფებოდა, რომელიც ორი წლის წინ, ანტალიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.

რამდენიმე თვის წინ იქორწინა ნელის პირველმა ქმარმა ილო ბეროშვილმაც. მისი რჩეული ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ბებიაა.

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ