ავტორი:

55 000 ლარი საჩუქრად მამისგან - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახი

55 000 ლარი საჩუქრად მამისგან - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახი

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია.

2019 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი არ ფლობს უძრავ ქონებას, თუმცა, მის მეუღლეს, "ტაბულას" დირექტორსა და ტელეწამყვანს თამარ ჩერგოლეიშვილს უფიქსირდება 75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 80 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატის საკუთრებას, გიგა ბოკერიას ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი toyota camry, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 500 ლარი ჰქონდა.

2018 წლის განმავლობაში ბოკერიამ შემოსავლის სახით, პარლამენტის წევრის - უმცირესობის ლიდერის მოადგილის პოსტზე 49 956 ლარი მიიღო. მის სახელზე ფიქსირდება სესხიც, რომლის შედეგადაც დეპუტატის წლიურმა გასავალმა 33 003,75 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაში მთითებული ბოკერიას გასავალი არაფულადი შემოწირულობის სახით, 7 040 ლარი იყო. პარლამენტის წევრმა გასულ წელს საჩუქრის სახით, მამისგან 55 000 ლარი მიიღო წაიკითხეთ ვრცლად