ავტორი:

"როცა უყურებ, როგორ იწვის შენს თვალწინ დედამიწა" - უმძიმესი ფოტოები, რომლებიც ავსტრალიის ხანძრის ჯოჯოხეთს ასახავს

"როცა უყურებ, როგორ იწვის შენს თვალწინ დედამიწა" - უმძიმესი ფოტოები, რომლებიც ავსტრალიის ხანძრის ჯოჯოხეთს ასახავს

2020 წელი მსოფლიოში მძიმედ დაიწყო. ქვეყნებს შორის დაპირისპირება გამძაფრდა. ადამიანები მესამე მსოფლიო იმის დაწყების საშიშროებაზე საუბრობენ, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ავსტრალიაში ტრიალებს. კონტინენტზე ხანძარი მძვინვარებს. ეს არა მხოლოდ ავსტრალიისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის უდიდესი საფრთხეა.

ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ბოლო ინფორმაციით, ტყის ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. სრულადაა განადგურებული ფლორისა და ფაუნის ზოგიერთი უნიკალური ჯიში, დამწვარია 1200-ზე მეტი სახლი, გარდაცვლილია 24 ადამიანი.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში ყველაზე ემოციურ ფოტოებს ავრცელებენ, რომელთა ნახვაც გულგრილად შეუძლებელია და რომლებიც ყველაზე უკეთ ასახავენ ტრაგედიის სიმძიმესა და მის მასშტაბებს.

ვნახოთ, რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ ადგილობრივები სოცქსელებში:

"როცა უყურებ როგორ იწვის შენს თვალწინ დედამიწა"

მოხალისე, რომელსაც ტყიდან გადარჩენილი ცხოველი გამოჰყავს

მეხანძრეებმა სახიფათო ზონიდან ცხოველი გამოიყვანეს

ქალმა დაინახა კოალა, რომელიც ვერ ახერხებდა ხანძრიდან გამოსვლას. სამოსი გაიხადა, დაასველა, ცხოველს შემოახვია და ცეცხლიდან გამოიყვანა

მეხანძრეები რამდენიმედღიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ

მოხალისე და დაშავებული კენგურუ

მეხანძრე 13-საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ

"ჩემი ვაჟი 1 თვისაა და მას ჯერ სუფთა ჰაერი არ ჩაუსუნთქავს, აქ ჯოჯოხეთია“ - წერს ერთ-ერთი ავსტრალიელი ქალი და ამ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ქალაქი, მელბურნი ახლა ასეთია და აქ სუნთქვა შეუძლებელია“ - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ადგილობრივი და ფოტოს აქვეყნებს

ცეცხლმოკიდებული ხეები