ავტორი:

ფინეთში ადამიანები კვირაში 4 დღეს იმუშავებენ -  "ისინი იმსახურებენ, მეტი დრო გაატარონ ოჯახთან“

ფინეთში ადამიანები კვირაში 4 დღეს იმუშავებენ -  "ისინი იმსახურებენ, მეტი დრო გაატარონ ოჯახთან“

ფინეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი, 34 წლის სანა მარინი გამოდის ინიციატივით, რომ ფინეთის მოქალაქეებს სამუშაო კვირა შეუმსუბუქოს.

სანა მარინი გეგმავს, ქვეყანა გადავიდეს სამუშაო გრაფიკზე, რომელიც კვირის განმავლობაში მხოლოდ ოთხდღიან მუშაობას ითვალისწინებს.

"მჯერა, რომ ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტი დრო გაატარონ თავიანთ ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად, დაკავდნენ ჰობით და ისიამოვნონ ცხოვრების სხვა ასპექტებით, როგორიცაა, მაგალითად, კულტურა. ეს იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი სამუშაო ცხოვრებაში“, - ამბობს სანა მარინი.

სხვა დეტალები მარინის ინიციატივის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

წლებია ფინეთის პოლიტიკა ადამიანებისთვის მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკის შექმნაა. 1996 წლიდან ხელისუფლება შრომის ბაზარზე ასეთი პოლიტიკით ხელმძღვანელობს.

34 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.

პრემიერობამდე სანა ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად მუშაობდა. ის ფინეთის მესამე ქალი პრემიერია.