ავტორი:

"ძალიან ვწუხვარ... ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა" - რა თქვა პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სამართალდამცველმა

"ძალიან ვწუხვარ... ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა" - რა თქვა პროცესზე მკვლელობაში ბრალდებულმა სამართალდამცველმა

24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ზურა ფოფხაძემ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა... რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ”, - განაცხადა ბრალდებულმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა.

შეგახსენებთ, თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული ფოფხაძე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ფოფხაძემ წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციითვე, დაპირისპირება პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც წურწუმიამ და მისმა თანმხლებმა პირმა ფოფხაძის მანქანის მითვისება სცადეს, რა დროსაც ბრალდებული შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას და სცემა და სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა მურად წურწუმიას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე

დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქემ ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა

"თამთა თოდაძე "პახმელიაზე" არ იყო?" - ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს