ავტორი:

ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ათწლეულების წინ, ისლამურ რევოლუციამდე, ანუ 1979 წლამდე, ირანს შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა. ფეჰლევს, რომელიც ტახტზე 1941 წელს ავიდა, სურდა ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება იყო, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის შედეგად, ირანელ ქალებს ხმის მიცემის და განათლების მიღების უფლება მიეცათ.

რეფორმები მასშტაბური იყო და ხშირად არადემოკრატიული, ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანას უბიძგებდა დასავლური ორიენტაციისკენ. ირანის მოქალაქეებმა ამ პერიოდში კულტურული თავისუფლება მოიპოვეს.

შაჰის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ირანის ეკონომიკა და საგანმანათლებლო სისტემა. დიდი ბრიტანეთი და აშშ მას შუა აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.

ამ პერიოდის ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა, თუმცა კომუნისტებსა და რეგილიურ ჯგუფებს არ მოსწონდათ შაჰის მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია.

ყველაფერი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. რევოლუციის შემდეგ სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მათ თავშესაფარი აშშ-ში მიიღეს. ირანის შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მას სამი ცოლი ჰყავდა. მესამე ცოლი, ირანის უკანასკნელი დედოფალი, ფარაჰ ფეჰლევი იყო. ის ცხოვრების ნაწილს აშშ-ში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და რევოლუციის შემდეგ ირანში აღარ დაბრუნებულა.

ვნახოთ ფოტოები, როგორ იყო რევოლუციამდელი ირანი:

ირანის შაჰი, მუჰამედ რეზა ფეჰლევი, მისი ცოლი, დედოფალი ფავზია და პრინცესა შაჰნაზი - თეირანი 1942 წელი.

სეპას მოედანი, თეირანის მთავარი მოედანი - 1946 წელი

შაჰის თეთრი სასახლე

. მანქანებითა და ფეხით მოსიარულეები, ფირდოუსის გამზირზე, თეირანში, 1946 წელი.

ქალები იცვამდნენ მოდის ტენდენციების და საკუთარი სურვილის შესაბამისად. რევოლუციამდელი ირანელი ქალებისთვის საცურაო კოსტიუმების ჩაცმაც კი ჩვეულებრივი რამ იყო.
შაჰის ერთ-ერთი ცოლი, დედოფალი სორაია

გოგონებსა და ბიჭებს განათლების მიღების თანაბარი უფლება ჰქონდათ

შაჰის მმართველობის დროს ირანი ვარსკვლავებისთვის საინტერესო ქვეყანა გახდა. ფოტოზე აღბეჭდილია იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, ქმართან, მილკო სკოფიჩთან ერთად, მათ გვერდით ირანელი სპორტსმენები არიან. ფოტო ირანში, 1963 წელსაა გადაღებული.
ირანის მმართველები ხშირად სტუმრობდნენ მსოფლიოს წამყავნ ქვეყნებს. ამ ფოტოზე ირანის შაჰი და დედოფალი სორაია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, უინსტონ ჩერჩილთან ერთად არიან. ფოტო ლონდონშია გადაღებული.
უჩადრო ქალები თეირანის ქუჩებში

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

"იდუმალი და სევდიანი გამოვიდა..." - ზაზა ურუშაძის ხსოვნას ქართველმა ფლორისტმა უძველესი კინოფირით შექმნილი ნაძვის ხე მიუძღვნა

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე