ავტორი:

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

"ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთi, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.არ მჯერა

update: კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად..." - წერს ერთ-ერთი დამსვენებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მათი მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უწყებაში განუცხადეს, მთის კურორტები კურირებს საბაგიროებს „დიდველი“, „მიტარბი“ და „კოხტა“.

„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. "დიდველის", "მიტარბისა" და "კოხტას" საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები" - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

მომხდარზე ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ტემპერატურა დასავლეთში 15 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან