ავტორი:

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს - "ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერის განწყობას უკავშირდება"

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს - "ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერის განწყობას უკავშირდება"

მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. სიმაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მერის ნათესავია. როგორც ის ამბობს, მუქარა მასზე მანამდეც არაერთხელ განხორციელებულა.

"გოჩა გოდერძიშვილი მოკვლით მემუქრებოდა... ვიცნობ, ამ ადამიანის ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ წლებია შეხება არ მქონდა. გოდერძიშვილმა რამდენჯერმე ჩემს მეგობრებთან საუბარში ახსენა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მერთან ნათესაური კავშირის გამო დამიპირისპირდა,რადგან ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე. ნარეკლიშვილს ეს არ სურს, მერს არ სურს მუზეუმის გახსნა. ვფიქრობ, ეს მუქარაც და თავდასხმაც მერის განწყობას უკავშირდება. მოვითხოვ, მომხდარი სამართლიანად გამოიძიონ", - აღნიშნა სიმაშვილმა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"იმედი მაქვს, ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა" - რას წერს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაზე და რა ფოტოს აქვეყნებს

შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ადვოკატი - გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ვაგროვებთ მტკიცებულებებს