ავტორი:

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი, გოგინავა გამორიცხავს ინფორმაციას, რომ თითქოს, დაკავებული პირი მიმალვაში იმყოფებოდა.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მიმალული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მის მონაწილეობას", - განაცხადა გოგინავამ.

ის ვახტანგ ბურძენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვს. თუმცა, ადვოკატმა გირაოს ოდენობის და გადახდის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო. ამასთან, ადვოკატმა სასამართლოზე განმარტა, რომ ვახტანგ ბურძენიძეს არავინ მფარველობს.

"არ წარმოადგენს ის არც ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ის ჩვენსავით რიგითი მოკვდავი ადამიანია და მზად ვართ პასუხი ვაგოთ, თუკი, ამას არსებითი საქმის განმხილველი მოსამართლე დაინახავს", -განაცხადა გოგინავამ.

ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

"იმედი მაქვს, ისევ საომარი არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა" - რას წერს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაზე და რა ფოტოს აქვეყნებს

შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ადვოკატი - გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ვაგროვებთ მტკიცებულებებს