ავტორი:

ყველა სალონური მომსახურება ერთ სივრცეში - თბილისში „პაოლო როსი“ გაიხსნა

ყველა სალონური მომსახურება ერთ სივრცეში - თბილისში „პაოლო როსი“ გაიხსნა

„პაოლო როსი“ იტალიური სილამაზის სალონების ქსელია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისშიც გაიხსნა. ქართველმა წარმომადგენლებმა სწორედ იტალიელ პარტნიორებთან შეთანხმებით შემოიტანეს საქართველოში იტალიური თავის მოვლის კულტურა და პროდუქტები, რათა ქართველ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

სალონი გაიხსნა „თბილისი მოლში“, რომლის მომხმარებელი ყოველდღიურად 15 ათასიდან-20 ათასამდე ადამიანია და რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ ხნის განმავლობაში „თბილისი მოლში“ სილამაზის სალონი არ არსებობდა, შესაბამისად, „პაოლო როსი“ გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრში ერთადერთი სალონია.

„პაოლო როსში“ შესვლისთანავე შეამჩნევთ იტალიურ სტილს, რომელიც ინტერიერში აშკარად იკვეთება. პროდუქციის დიდი ნაწილიც იტალიურია და მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ სალონის ყველა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა და კვალიფიკაცია აიმაღლა უკრაინაში, ჰელენ დიდენკოს სახელობის სკოლაში.

შესაბამისად, „პაოლო როსი“ ქართული, იტალიური და უკრაინული მხარის ერთობლივი პროექტია.

უფრო ვრცლად სალონის კონცეფციასა და მომსახურებაზე „პაოლო როსის“ მენეჯერი, ნინო ვარდიაშვილი გვესაუბრა.

რამდენი სახეობის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

- მომხმარებელს ყველანაირ სალონურ მომსახურებას ვთავაზობთ: ქალის, მამაკაცისა და ბავშვის თმის შეჭრა. სხვათა შორის, ბავშვებისთვის მანქანის ფორმის სპეციალური სავარძელიც გვაქვს სალონში, რომ ბავშვებისთვის თმის შეჭრის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო და სახალისო იყოს.

ასევე, თმის კერატინით გასწორება, ბიოდახვევა, შეღებვა და ნებისმიერი ვარცხნილობის გაკეთება.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფრჩხილის მოვლა-მოწესრიგებას; გვაქვს დიზიანის დიდი არჩევანი, რომელთა უახლეს ტექნიკასაც უკრაინაში დაეუფლენ ჩვენი თანამშრომლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანამ შილაკის გაკეთებას დაიწყებს მომხმარებელი, ჩვენ მას უფასო კონსულტაციას ვთავაზობთ და ზუსტად ვურჩევთ იმ დროს, თუ როდისაა მიზანშეწონილია შილაკის გაკეთება, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს.

კოსმეტოლოგიურ მომსახურებაზე რას გვეტყვით?

- ფაქტობრივად, ყველა კოსმეტოლოგიურ პროცედურას ვთავაზობთ მომხმარებელს. ყურადღებას გავამახვილებ ლაზერულ ეპილაციაზე. გვყავს გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც „ელოსის“ ფირმის უახლესი ლაზერული აპარატით მუშაობს. ეს არის ახალი თაობის აპარატი, რომელიც მოყინვის ეფექტის დამსახურებით სრულიად უმტკივნეულო და ძალიან ეფექტურია.

რით გამოირჩევა „პაოლო როსი“ სხვა სალონებისგან?

- ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ საქართველოში უახლესი აპარატი, რომელიც თმის შეღებვის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს, კერძოდ, 15 წუთიდან 50 წუთამდე.

ამას გარდა, ამ აპარატს გააჩნია ბოტოქსის ეფექტი, საღებავი თმის ღერში მაქსიმალურად შედის, რაც არათუ აზიანებს, პირიქით, თმის ღერს აჯანსაღებს და ფერიც გაცილებით მეტხანს ნარჩუნდება, ვიდრე ჩვეულებრივი შეღებვის შემდეგ. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე ჩაიტაროს შეღებვის პროცედურა. ეს აპარატი განსაკუთრებით კომფორტულია ადამიანებისთვის, ვისაც ალერგია აწუხებთ, ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა არ შეუძლიათ ან უბრალოდ, დრო არ აქვთ რომ საათები გაატარონ სალონში.

ამასთან ერთად, გვაქვს გამოძახების სერვისიც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველ დროსა და ადგილას გამოიძახოს ჩვენი თანამშრომელი და ჩაიტაროს ნებისმიერი პროცედურა, რომელსაც სპეციალური კაბინეტი არ სჭირდება.

„პაოლო როსი“ მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე, ამიტომ სპეციალური გამწოვი სისტემა დავამონტაჟეთ, რომელიც მთლიანად ისრუტავს საღებავისა თუ სხვა პროდუქტების სუნს და მომხმარებელი არ წუხდება, მაქსიმალურად დაცულია ალერგიული უკუჩვენებებისგან, შედეგად, თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.

როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება მუშაობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ და როგორ აპირებთ განვითარებას?

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტა ხანია, რაც მუშაობა დავიწყეთ, უკვე შევიძინეთ ერთგული კლიენტები და ლოიალურ მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფი. მათ და ჩვენს მომავალ კლიენტებს მომავალშიც ბევრ სიახლეს და მაქსიმალურ კომფორტს ვპირდებით.

მალე დაგვემატება ახალი სერვისი, რომელიც კლიენტს საშუალებას მისცემს ერთდროულად ჩაიტაროს რამდენიმე პროცედურა: პედიკური, მანიკური და სახის პროცედურა. გვაქვს სპეციალური სავარძელი, რომელსაც რელაქსაციის ფუნქცია გააჩნია; მომხმარებელს პულტის საშუალებით შეუძლია მისი მართვა და მასაჟის გაკეთება.

უფრო გრძელვადიან სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა, რომ 5 წელიწადში 5 ფილიალი გვქონდეს; ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლების გადამზადებას და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების ჩატარებას.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

R

"თბილღვინო" მასპინძლობისთვის

როგორ გავხადოთ ჩვენი სახლი უფრო ენერგოეფექტური

იცით, რატომ არის სოსისი გადაბმული? - ბავშვების მხიარული კითხვები და საინტერესო პასუხები