ავტორი:

თელავში ფიცის დადების ცერემონიაზე წვევამდელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - "იმდენად მოულოდნელი იყო ამდენ ხალხში... უზომოდ ბედნიერი ვარ"

თელავში ფიცის დადების ცერემონიაზე წვევამდელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - "იმდენად მოულოდნელი იყო ამდენ ხალხში... უზომოდ ბედნიერი ვარ"

თელავში ფიცის დადების ცერემონიაზე,19 წლის წვევამდელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის 20-ე კადრირებული ბრიგადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 62-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო.

წვევამდელის გიგა რამაზაშვილის რჩეული ასევე 19 წლის სოფო ბაკურაძეა, რომელმაც შეყვარებულის თხოვნას თანხმობით უპასუხა. სოფომ ემოციები AMBEBI.GE-ს გაუზიარა:

"ოჯახის შექმნაზე ლაპარაკი აქამდეც გვქონდა, თუმცა დღეს ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, ამდენ ხალხში, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ, კლასელები ვართ, პირველი კლასიდან ვიცნობ, თუმცა ბოლო ორი წელია შეყვარებულები ვართ.

მე თბილისში ვსწავლობ და თელავში ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე. ახლაც ჩამოვედი, რომ ფიცის დადების ცერემონიას დავსწრებოდი. მთხოვა ჩამოდი და ჩემს გვერდით იყავიო, თურმე რას მიმზადებდა, საერთოდ არ ვიცოდი... ეჭვიც არ გამჩენია. 19 წლისები ვართ. გიგა მისი ასაკიდან გამომდინარე გაიწვიეს ჯარში. უზომოდ ბედნიერი ვარ!"

ფოტოები: თელავის მერია

ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა - ოთხი გოლიდან ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა