ავტორი:

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" აქციაზე დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ავტომობილებში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაარიდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაციას ამოწმებენ.

შეგახსენებთ, ამავე აქციაზე დღეს 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის განცხადებით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

„ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს",-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს და ისევ გამწვანება დარჩეს.

კახა კალაძემ სამტრედიაში მრავალშვილიან, ორ ოჯახს ბინები გადასცა

ბაკურიანში, რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია