ავტორი:

"გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ..." - რა თქვა პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა

"გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ..." - რა თქვა პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა

გამიგიჟა ბავშვები, მამა ხარ, გვიყვარხარო, მწერენ ბავშვები, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა, ლაშა ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის ადვოკატის, ქეთევან ვარდანაშვილის განცხადებით, მოძალადე სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე, ნინო ჩიქოვანია და ის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებას ცდილობს.

როგორც სასამართლო პროცესზე სასულიერო პირის ადვოკატმა განმარტა, ნინო ჩიქოვანს ფინანსური დაინტერესება აქვს. ადვოკატის თქმითვე, ის მუდმივად ცილს სწამებს ლაშა ჩიქოვანს, თითქოს, მასზე წარსულში ძალადობდა.

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ბრალდების მხარის განმარტებით, 2019 წლის 15 ნოემბერს, ლაშა ჩიქოვანი ნინო ჩიქოვანს სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, განუცხადა, რომ მას და მის შვილს ერთმანეთს დააკლავდა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, 2020 წლის 3 იანვარს, სატელეფონო მიმოწერისას, ლაშა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, ყოფილ მეუღლეს მისწერა, რომ მას ბეისბოლის ჯოხით გაუტეხავდა თავს.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელმაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ისროლა - შსს-ს განცხადება

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა