ავტორი:

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგის, სულხან სამხარაძის განცხადებით, კლუბ “ბასიანთან” დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს, ჭრილობები ქვედა კიდურების არეში ჰქონდათ მიყენებული, ხოლო ერთს ზურგის მიდამოში.

ამასთან, მათგან ორი სტაციონარში რჩება, ხოლო ერთმა სტაციონარი უკვე დატოვა.

“შემთხვევის ადგილიდან შემოვიდა სამი პაციენტი. ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალბატონი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. იყო ქვედა კიდურების ჭრილობები, ერთ პაციენტთან ზურგის მიდამოს ჭრილობა. ორი პაციენტი რჩება სტაციონარში დაკვირვების ქვეშ, მათ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევები. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, შედარებით მსუბუქი და მან უკვე დატოვა სტაციონარი. ამჟამად გადიან მკურნალობას და არიან დაკვირვების ქვეშ. არიან კონტაქტურები, ადეკვატურად საუბრობენ. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან”,- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად სამი პირი დაიჭრა. შსს-მ მომხდარზე ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა - ოთხი გოლიდან ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ გაიტანა

წვიმა და თოვლი 14 იანვრამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში