ავტორი:

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

ცაცხვს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში, რადგან ხის ყველა ნაწილი სასარგებლო და სამკურნალოა - ყვავილიც, ფოთოლიც, ქერქიც და კვირტებიც.

საქართველოში ძირითადად, კავკასიური ცაცხვია გავრცელებული, რომლის სიმაღლემ შესაძლოა, 25 მეტრს მიაღწიოს. საოცარი სანახავია ცაცხვი ყვავილობის ჟამს: მისი ყვავილი მოთეთროა და განუმეორებელ სურნელს აფრქვევს.

ცაცხვი ზაფხულში, ივნისში ყვავილობს, თუმცა პროცესი შესაძლოა მაისის თვიდან დაიწყოს. ყვავილობის ხანგრძლივობა ორი კვირაა, აუცილებელია ყვავილები მშრალ ამინდში შეგროვდეს, დღის პირველ ნახევარში. ყვავილები ჩრდილში უნდა გააშროთ, რადგან მზეზე ის სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.

ვირუსების სეზონზე ცაცხვის ჩაი უებარი საშუალებაა. ის კერამიკულ ჭურჭელში უნდა მოამზადოთ. ჭურჭელს ჯერ მდუღარე წყალი გამოავლეთ, შემდეგ ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი და დაასხით მდუღარე წყალი, ოღონდ პირდაპირ ცეცხლიდან გადმოდგმული არა - ადუღებულ წყალს 2 წუთი აცადეთ, რომ 90 გრადუსამდე ჩამოვიდეს და შემდეგ დაასხით ცაცხვის ყვავილს.

ნარევი პირსახოცში შეფუთეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ: სისტემატურად ცაცხვის ჩაის დალევა არ შეიძლება. ოპტიმალურია, ეს ნაყენი ადამიანმა სამი კვირის განმავლობაში მიირთვას, 10-დღიანი შესვენების შემდეგ კი ისევ მიუბრუნდეს.

გაცივება, ბრონქიტი, ფილტვების ანთება - ამ დავადებების დროს ცაცხვი უებარი მკურნალია. გაითვალისწინეთ, ცაცხვის ჩაის დალევა არ შეიძლება გულის უკმარისობის დროს! ასევე, სუნთქვის პრობლემების, ასთმის მქონე ადამიანებისთვის. დიდი ოდენობით ცაცხვის ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას გულსა და მხედველობას.

რაც შეეხება ცაცხვის ქერქს - ის შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8%-მდე ეთერზეთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. აღნიშნული სითხეები აძლიერებს ნაღვლის დენას. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს