ავტორი:

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს, საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა"

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს, საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა"

"დედა, გავთხოვდი!!! ნინუცა მიყვარხარ, ყურიან-თავფეხიანად სულ შენთან ვიქნები" - ამ სტატუსს სკანდალური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ბაჩი ვალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

ვალიშვილს შეყვარებულმა და საცოლემ ნინუცა გაბისონიამ ორიგინალურად მიულოვა შობა და იმ ღამეს ხელი სთხოვა, უფრო სწორად კი ყური. ამის შესახებ გოგონამ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში და პირად გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა:

"ყურის თხოვნა შობის ღამეს, ხელი is too mainstream, თან იგივეს ჰო არ ვთხოვდი..." - წერს მსახიობის მუსიკოსი საცოლე.

ნინუცა მომღერალია და წყვილს ერთობლივი დუეტებიც აქვთ.

ლევან აკინის ქართულ-შვედურ ფილმში ბაჩი ვალიშვილი მთავარი გმირის, მერაბის (ლევან გელბახიანი) შეყვარებულის როლს თამაშობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ სანამ გეი-დრამაში თამაშზე დათანხმდებოდა ქართული რეალობიდან გამომდინარე მასაც ჰქონდა დაფიქრების მომენტი, მაგრამ გარისკა.

სკანდალური ფილმის პრემიერის პარალელურად მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩი ვალიშვილი ნინუცა გაბისონიაზე იყო დანიშნული. ბაჩიმ საყვარელ გოგონას ხელი გასულ ზაფხულს საბერძნეთში სთხოვა, წელს, კი შობის აღსანიშნავად, ამჯერად შეყვარებულმა ქალმა მიართვა საქორწინო ბეჭედი.

New York-ში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა

"ისე არ ითამაშო, ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო" - როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში" ზაზა ფაჩულიას სიდედრი და რას ყვება ქალიშვილის ოჯახზე

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა