ავტორი:

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

12 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კლუბ "ბასიანთან" დამნაშავემ 18-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები "ბასიანის" თანამშრომლები არიან. ისინი სასწრაფოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტყვია ფეხში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ერთი ახალგაზრდა კი ზურგის არეში შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი და სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ იმავე დღეს სახლში გაწერეს.

სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლთან, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი დააკავეს. მას ასევე წაუყენეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი იმ დღეს კლუბში იყო და კლუბის დიჯეისთან შელაპარაკება მოუხ და, ამ ინციდენტის გამო დაცვამ ჩაჩხიანს კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. თუმცა განაწყენებული გარკვეულ ხანში "ბასიანში" შეიარაღებული დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

"სავარაუდოდ, ნასვამი იყო, აგრესიულად იქცეოდა და დაცვამ დაატოვებინა იქაურობა. მომხდარი ინციდენტიდან ალბათ ნახევარ საათში დაბრუნდა კლუბთან შეიარაღებული და სროლა ატეხა. დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ იარაღი ჰქონდა და იყვირა, ჩქარა გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა. კლუბის კარსაც ესროდა, ნატყვიარი ეტყობა კარსაც", - ამბობს თვითმხილველი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულისგან პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, ასევე 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. ახლა ჩაჩხიანს სასამართლოში მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ იმეტებდა ამ ადამიანებს სასიკვდილოდ, რატომ გაისროლა ამდენი ტყვია და როგორ აღმოჩნდა მის ხელში 6 დანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი?

ბრალდებული ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მეზობლები ამბობენ, რომ ჩაჩხიანი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა სხვას მეტყველებს მომხდარი. დაკავებულს ბრალს 13 იანვარს წაუყენებენ და მის ინტერესებს, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი ადრე ნასამართლევი იყო. თურმე 2010 წელს, ფალიაშვილის ქუჩაზე სროლა ერთ-ერთ აფთიაქთან მას შემდეგ ატეხა, როცა აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები არ მისცეს. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა იქვე მდებარე ტურისტული კომპანიის ინვენტარი. ჩაჩხიანი მაშინაც დააკავა პოლიციამ და ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ხულიგნობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.

სასამართლომ ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების საფუძველზე ჩაჩხიანმა ციხე დატოვა. წაიკითხეთ სრულად

"თამთა თოდაძე "პახმელიაზე" არ იყო?" - ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს

"დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია" - პროკურორი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე

"არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე...ბავშვებს ბოდიშს მოვუხდი" - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული