ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, - აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ მომენტი ხელიდან გაუშვა.

"ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თავად ამბოხებდა ბიძინა ივანიშვილი. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება. ახლა მივხვდით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, უკან ნიშნავს საქართველოს განადგურებას.

დღეს ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის. მე პირადად ვარ მზად, თავი შევწირო ბოლომდე ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე. წელს საქართველოდან ივანიშვილს გავაცილებთ. ქართველი ხალხი გამოგვყვება უკან, როცა დაინახავს, რომ ლიდერები ბოლომდე წირავენ თავს. ჩვენ გყვავს ლიდერები, მათ შორის თქვენ. ნიკა მელიამ აჩვენა საოცარი გამბედაობის მაგალითები, იგივე ჟორიკა რურუამ აჩვენა ეს მაგალითი. ჩვენ გყვავს ხალხი, ვინც აჩვენებს ამ მაგალითებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

"არ მიყვარს ძვირად ღირებული ნივთები, ტანსაცმლის, სამკაულის ყიდვაზე არ ვგიჟდები" - როგორ უვლის თავს ეკა ბესელია და რას ამბობს თავის ქონებაზე

"ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია და "ჩრდილოვანი ბოსი" - რას წერს Bloomberg-ი ივანიშვილისა და მისი მმართველობის შესახებ

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"