ავტორი:

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

,მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

"არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება",-ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ქავთარაძის ქუჩაზე ბაზრობა იწვის - კადრები ადგილიდან

ისანში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია

რა მოხდა სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ქართველი და უკრაინელი მოჭიდავეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ