ავტორი:

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი, თუმცა ქართველებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს ერთეულებში.

16 წლის ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

კომენტატორებმა მის გამოსვლას ბრწყინვალე უწოდეს და გოგონას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს.

ურუშაძის გამოსვლა ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა მალევე აიტაცეს:

"რა გოგო გვყავს ხალხო, ნახეთ!"

"ფაქტიურად, უშეცდომოდ შეასრულა ურთულესი პროგრამა"

"დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

"გამაოცა ამ გოგომ! როგორი ენერგეტიკა აქვს! თუ შრომას არ შეწყვეტს, მას ბევრის მიღწევის შანსი ექნება კიდევ! ბრავო!"

"ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ალინამ! ჩანს, რომ კიდევ მეტი შეუძლია. წარმატებები ევროპაზე!" - წერენ სოციალურ ქსელში ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

ალინა ურუშაძე დედასთან ერთად
ალინა ურუშაძე მამასთან ერთად

ალინა ურუშაძეს ახლახანს შეუსრულდა 16 წელი. გოგონა ქართველი მამისა და ლატვიელი დედის ოჯახში, რიგაში დაიბადა. 2018 წლამდე ის ლატვიის სახელით გამოდიოდა, ბოლო ორი წელია საქართველოს სახელით ასპარეზობს ფიგურულ სრიალში.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი დიდხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას ალინას ოჯახთან, მოციგურავესთან და მის მწვრთნელთან. საბოლოოდ, ურუშაძემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო და როგორც გიორგობიანი ამბობს, სპორტსმენი ამით ძალიან ამაყობს.

ალინა ურუშაძის ოჯახი

ალინას ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და.

როგორც 16 წლის სპორტსმენის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვარკვევთ, ურუშაძეების ოჯახი ხშირად მოგზაურობს.

გოგონა მოსკოვში გადის მომზადებას მწვრთნელ სვეტლანა სოკოლოვსკაიასთან, ალინას ოჯახი კი ლატვიაში ცხოვრობს.