ავტორი:

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

თანამედროვე მედიცინის მიღწევების შედეგად უშვილობა აღარაა მოუგვარებელი პრობლემა. ამერიკელმა მედიკოსებმა ამ მიმართულებით კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - ქალს გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს, შედეგად კი, მან შვილის გაჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჯენიფერ გობრეჰტს 17 წლის ასაკში უთხრეს, რომ უნაყოფო იყო და ბავშვს ვერასდროს გააჩენდა, მაგრამ 2019 წლის ნოემბერში, 33 წლის ასაკში ის დედა გახდა. ჯენიფერმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად გააჩინა. აშშ-ში ამ პროცედურის გამოყენებით ბავშვის დაბადების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

"ათი წლის წინ ამ ქალს ექიმებმა უთხრეს, რომ უნაყოფო იყო და რომ შვილი არასოდეს გაუჩნდებოდა. ამის შემდეგ ის უბრალოდ ცდილობდა, რომ რეალობას შეჩვეოდა, მაგრამ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის პროცედურის შედეგად შვილი გააჩინა. მას გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადავუნერგეთ“, -ამბობს ექიმი კეტლინ ო’ნილი.

ტრანსპლანტაციიდან ათი დღის შემდეგ საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიყვანეს. ყველა პროცედურა წარმატებული აღმოჩნდა და ჯენიფერსა და მის მეუღლეს ვაჟი შეეძინათ.

პროცედურა პენსილვანიის კლინიკაში ჩატარდა. ამავე კლინიკის ექიმებს კიდევ ხუთი პაციენტი ჰყავთ, რომელთათვისაც საშვილოსნოს გადანერგვას გეგმავენ.

"ჩემი ქმრისთვის და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო გამოგვეცადა ის თავგადასავალი, რასაც მშობლად გახდომამდე მიჰყავხარ. როცა ხედავ, რომ შენ გარშემო ადამიანების უმეტესობას ეს გამოცდილება აქვს, შენც გინდა, რომ მსგავსი რამ გამოსცადო“, - ამბობს ახალბედა დედა.

ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს გადანერგილი საშვილოსნო კვლავ ამოუღეს. ექიმების თქმით, ქალებს, რომლებიც საშვილოსნოს სხვადასხვა დაავადებების გამო შვილის გაჩენა არ შეუძლიათ, ეს პროცუდურა დაეხმარება და ბავშვის გაჩენის შანსს მისცემს.

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?