ავტორი:

ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად - რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?

ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად -  რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?

გსურთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან? აკეთოთ ის, რაც გინდათ და გქონდეთ საკმარისი თავისუფალი დრო? მაშინ ონლაინ ვაჭრობა თქვენთვისაა.

ონლაინ ვაჭრობის განვითარება 1960-იანი წლებიდან იწყება. პირველი პროდუქტი, რომელიც ონლაინ გაიყიდა ავიაბილეთები იყო და ინოვატორი ამ მიმართულებით „ამერიკის ავიახაზები“ გახდა. მას შემდეგ ონლიან შოპინგის განვითარების ტემპი არ შეჩერებულა და დღეს თითქმის არ არსებობს პროდუქტი, რომლის ყიდვასაც სახლიდან გაუსვლელად ვერ შეძლებთ. ინტერნეტმა სრულიად შეცვალა მომხმარებლის ქცევა და წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს, იყიდოს პროდუქტები ონლაინ, რადგან ეს უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელია.

2019 წელს ონლაინ ვაჭრობის ყველაზე პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

· ტანსაცმელი

· ფეხსაცმელი

· აქსესუარები

· საკვები

· ფიტნეს პროდუქტები

· კოსმეტიკა

· წიგნები

· ელექტრონული მოწყობილობები

· სათამაშოები

· წამლები

ონლაინ შოპინგი ისეთივე მზარდია საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში. თავდაპირველად, ქართველები უცხოური საიტებიდან იწერდენენ ნივთებს და გადამზიდი კომპანიის საშუალებით იღებდნენ მას საქართველოში, საკუთარ სახლში. თუმცა ეს ბიზნესი მალე საქართველოშიც განვითარდა და დღეს უკვე არსებობს რამდენიმე ონლაინ მაღაზია, რომელიც სასურველ პროდუქტს თქვენთვის მისაღებ დროსა და ლოკაციაზე მოგართმევთ. 2015 წლიდან მუშაობს ონლაინმაღაზია momitane.ge და მისი მომხმარებლის რაოდენობა თვიდან თვემდე მნიშვნელოვნად იზრდება. momitane.ge-სდირექტორი ზურა ჯანგულაშვილიკი განმარტავს, რომ მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად იხვეწება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, თუ რამხელა კომფორტია ნივთების ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ყიდვა. სწორედ ამიტომ მათი მომხმარებლების რაოდენობაც მატულობს.

„ვცდილობთ, მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. შესაბამისად, მუდმივად მატულობს ჩვენი ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით კატეგორია „სუპერმარკეტი“ სარგებლობს. ჩვენს მომხმარებლებს შორის თანაბრად არიან როგორც დიასახლისები, ისე დასაქმებული ქალები და მამაკაცები. 21-ე საუკუნეში უბრალოდ აღარ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა დაკარგო დრო და ენერგია სუპერმარკეტში საოჯახო პროდუქციის საყიდლად,როდესაც აღნიშნულის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე შეგიძლია. თან ჩვენთან ქსელურ თუ უბნის მაღაზიებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი პროდუქციაა. სანდო ონლაინ მაღაზიის შერჩევის შემთხვევაში, ახალი და ხარისხიანი პროდუქციის მიღება გარანტირებული გექნებათ,“ - განმარტავს ზურა ჯანგულაშვილი.

ჩვენ დავინტერესდით, რა ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებიც პროდუქტებს ონლაინ ყიდულობენ.

მაია, 32 წლის: „თავდაპირველად ონლაინ ყიდვის ცოტა მეშინოდა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს საშიში კი არა, მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია. პირველად მცირე აქსესუარები ვიყიდე საზღვარგარეთ. მერე ნელ-ნელა გავთამამდი და ქართული საიტებიდანაც დავიწყე გამოწერა. ახლა კი თითქმის ყველაფერს ონლაინ ვიწერ და ეს ისეთი მარტივია. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი დრო და ენერგია მეზოგება. განსაკუთრებით კი სუპერმარკეტის პროდუქციის ონლაინ ყიდვაა მოსახერხებელი. ამ კატეგორიის შემთხვევაში ზუსტად იცი, რა გინდა და რამდენი, შესაბამისად, მაღაზიაში მისვლა სულაც არაა აუცილებელი.“

საბა, 24 წლის: „პირველად მარტო რომ გადავედი საცხოვრებლად, პერიოდულად დედაჩემი მოდიოდა ხოლმე და საოჯახო პროდუქცია მოჰქონდა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს აუცილებელი სულაც არ იყო. სუპერმარკეტის პროდუქციის ონლაინ ყიდვა დავიწყე და ეს იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ დედაჩემიც კი აღარ დადის მაღაზიაში. ისიც ონლაინ ყიდულობს.“

უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიო მასშტაბით, 1.92 მილიარდი ონლაინ მყიდველი დაფიქსირდა. საცალო ვაჭრობის 14,1% კი ელექტრონულ ვაჭრობას უკავია. ზრდის განსაკუთრებული ტემპიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 22%-მდე გაიზრდება.

"2 ტონა" - ლუდსახარში-სამზარეულო, პიონერი კრაფტ ლუდის წარმოებაში

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

აპარტოტელი “სკიო” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტ გუდაურში წლის ბოლოს იხსნება