ავტორი:

ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება

ვინ არის სოსო პავლიაშვილის ვაჟი, რომელიც მოსკოვში ძალიან პოპულარულია და მდიდარი მამის ბიზნესს უძღვება

ზაფხულში მომღერალ სოსო პავლიაშვილს 55 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენას რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსებისთვის საყვარელი მომღერლის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მუსიკალური გზა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული წარმოშობის მომღერლებიდან ბუბა კიკაბიძის შემდეგ პავლიაშვილი ერთ-ერთია, რომელიც რუსებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს.

წლების წინ საქართველოში ძალიან პოპულარულმა მომღერალმა, სხვა ბევრი ქართველის მსგავსად კარიერის გასაკეთებლად რუსეთს მიაშურა. პავლიაშვილს რუსულ ბაზარზე უკვე იცნობდნენ და ამიტომ თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

მაშინ მომღერალი საქართველოში ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული და წყვილს საერთო ვაჟი, ლევანი ჰყავდათ. ცოლი საქართველოში დატოვა და კარიერის პიკზე ყოფნისას, 1997 წელს, პავლიაშვილმა 16 წლით უმცროსი მოცეკვავე - ირინა პატლახი გაიცნო, რომელმაც მოგვიანებით ორი გოგონა გაუჩინა.

ლევან პავლიაშვილი დედინაცვალთან, ირინა პატლახთან ერთად

წყვილის ურთიერთობა უკვე 22 წელს ითვლის, ოფიციალურად კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს.

პავლიაშვილები მოსკოვის გარეუბანში გრანდიოზულ ვილაში ცხოვრობენ. მათთან ერთად ცხოვრობს სოსოს უფროსი შვილი, 32 წლის ლევან პავლიაშვილი.

ლევანი რუსულ ბომონდში კარგად ცნობილი სახეა. ის წლების წინ მამამ საქართველოდან წაიყვანა და ბიჭმა მოსკოვში სამხედრო სასწავლებელში მიიღო განათლება, თუმცა, პროფესიით არასოდეს უმუშავია.

გარდა გარეგნული მსგავსებისა, მამას ის ნიჭითაც დაემსგავსა. ლევან პავლიაშვილი კარგად მღერის. გარდა ამისა, მომღერალმა უფროსი ვაჟი საკუთარ ბიზნესში ჩართო და ის მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარაოკე-ბარს Небо на ладони-ს ხელმძღვანელობს, რომელიც სოსო პავლიაშვილის საკუთრებაა. უმცროსი პავლიაშვილი დიდ დროს ატარებს ბარში და თავადაც მღერის.

მდიდარი მამის შვილი, როგორც მას რუსულ მედიაში მოიხსენიებენ, შეყვარებულია. მისი რჩეულია რუსი გოგონა ტატიანა, რომელიც "ინსტაგრამზე" ხშირად დებს შეყვარებულთან ერთად გადარებულ სურათებს. როგორც სოციალური ქსელიდან გავარკვიეთ, ტატიანა ლევანმა ზაფხულში საქართველოშიც ჩამოიყვანა.

მოსკოვში ცხოვრობენ სოსო პავლიაშვილის მშობლებიც, არქიტექტორი მამა - რამინ პავლიაშვილი და დედა აზა პავლიაშვილი.

თავად სოსო პავლიაშვილი წლებია საქართველოში აღარ ჩამოდის. სამი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონცერტს მხოლოდ მაშინ ჩაატარებს საქართველოში, როდესაც პოლიტიკური გარემო ჩაწყნარდება, რადგან არსებობენ ადამიანები ვინც მას "კრემლის აგენტს" ეძახის.

სწორედ პოლიტიკური განცხადებების გამო, მომღერალი არაერთხელ გაეხვა სკანდალში. „მე ვარ ადამიანი, რომელიც ჭიპლარით არის საქართველოსთან დაკავშირებული, ხოლო ჩემი გული რუსეთში ძგერს“ - ასე გამოეხმაურა ორი წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივებას.

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს