ავტორი:

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

ადელის "სირტუინის დიეტა" - როგორ დაიკლო მომღერალმა 22 კილოგრამი?

გრემის მფლობელმა, ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მომღერალმა, ადელმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც მის თაყვანისმცემლებს არ გამოჰპარვიათ.

როდესაც 31 წლის მომღერალი გამხდარი ფორმებით პირველად გამოჩნდა, საზოგადოება შოკში იყო. ფანები ითხოვდნენ, რომ გაემხილა დიეტა, რომლის საშუალებითაც მან წონაში დაიკლო.

ადელმა 22 კილოგრამის დაკლება შეძლო. იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია, მას დიეტა და ვარჯიში კომბინირებულად დასჭირდა.

ადელმა წონაში სირტუინის დიეტით დაიკლო, რომელიც ინგლისელმა ნუტრიციოლოგებმა, აიდან გოგინსმა და გლენ მატენმა შეიმუშავეს და 2016 წელს თავიანთი რეცეპტების წიგნში შეიტანეს.

დიეტა კონცენტრირებულია სირტუინებზე, სხვაგვარად რომ ვთქვა, იმ პროტეინებზე, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობას და ჯანსაღ მეტაბოლიზმს განაპირობებს.

სირტუინს შეიცავს ისეთი საკვები, როგორებიცაა - ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), უმწიფარი ზეთისხილისგან მომზადებული ზეთი, წიწიბურა, არგულა, მატჩა, მოცვი. დიეტური მენიუ ასევე შეიცავს წითელ ღვინოს, ყავას და შავ შოკოლადს.

გლენ მეთენის თქმით, ზემოთჩამოთვლილ საკვებს თუ მიირთმევთ, ერთ კვირაში 3 კგ-ს დაიკლებთ. მაგრამ ეს არ იქნება „ტკბილი მოგზაურობა“.

თავდაპირველად, ერთი კვირის განმავლობაში საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ, ერთი კვირის ულუფები უმნიშვნელოდ უნდა გაზარდოთ, ხოლო შემდეგ მიირთვათ იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ.

დღის განმავლობაში პირველი ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ სამი ფინჯანი სირტუინით მდიდარი სასმელი - შეიძლება ეს იყოს მატჩას, ან მოცვის ჩაი, ერთი ულუფა საჭმელი, რომელიც მდიდარი იქნება სირტუინით.

თუ დიეტას უფრო ხანგრძლივად დაიცავთ, არ არსებობს კონკრეტული გეგმა - შეგიძლიათ მიირთვათ სასურველი რაოდენობის სირტუინით მდიდარი საკვები ნებისმიერ დროს. ასევე, არ გეკრძალებათ სხვა საკვების მცირე დოზით მიღებაც.

დიეტოლოგების თქმით, ასეთი დიეტა ძალიან სასარგებლოა, რადგანაც მისი წყალობით თავს იგრძნობთ უფრო ჯანმრთელად და ენერგიულად.

რაც შეეხება ადელს, გარდა იმისა, რომ დღემდე სირტუინის დიეტას იცავს, ამავდროულად, რეგულარულად ვარჯიშობს პილატესს.

"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

"მეიტანეთ ღვინო და ღობესთან მუალ მე" -  წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა