ავტორი:

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"

მსოფლიოს მოდის შემქმნელები, წამყვანი დიზაინერები, მთავარი მოდის სახლები 2020 წლის ტენდენციებს წარმოგვიდგენენ. ზოგიერთი მათგანი კი გვთავაზობს სტილს, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა.

2020 წლის მამაკაცის მოდას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი შეფასება და კრიტიკა მოჰყვა.

დიზაინერები მამაკაცებს 2020 წლის შემოდგომისთვის განსხვავებულ და თამამ სამოსს სთავაზობენ. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა დიზაინერ რიკ ოუენსის მამაკაცის სამოსი.

დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ სტილში უფრო მეტი სითამამე შეეტანა და კაცის შიშველი სხეული და სხეულის პარამეტრები მკვეთრად წარმოეჩინა. ყველაზე დიდი განხილვა კი ქვემოთ ფოტოზე მოცემულ სტილს მოჰყვა.

"ნუთუ ამას ვინმე იყიდის?“

"მომწონს, მაგრამ ჩექმა არ უხდება.“

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს სამოსი ქალმა რომ ჩაიცვას უფრო ლამაზი იქნებოდა.“

"ეს ნიშნავს კრეატივს და ეს ნიშნავს მოდას?“

"თქვენ საერთოდ იცით რას ნიშნავს მოდა?“

"თუ ყურადღების მიპყრობა გინდათ, მშვენიერი არჩევანი იქნებოდა“

"დამშვიდდით, შოუს მოწყობა უნდოდათ და გამოუვიდათ.“

"ყოველთვის მაინტერესებდა, დიზაინერები მთვრალები მუშაობენ?“

"მომწონს, ეს მომავლის სამოსია“ - წერენ "ფეისბუქის“ მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე დიზაინერის ნამუშევარს - 2020 წლის მამაკაცის სამოსის შემოდგომის მოდა:

Rick Owens

Louis Vuitton

JW Anderson

Gucci

Giorgio Armani

Fendi