ავტორი:

დაპირისპირება პროკურატურასთან - დაკავებულია ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი

დაპირისპირება პროკურატურასთან - დაკავებულია ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კუპრავა და კიდევ ერთი პირი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათივე ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას”, - განაცხადა კუპრავამ.

რა კომენტარს აკეთებს ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე

გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა - მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

"ეტლს მიჯაჭვულმა საკანში 9 თვე გავატარე" - რატომ აბრუნებენ ციხეში აგვისტოს ომის მონაწილეს, რომელიც წამების შედეგად დაინვალიდდა