ავტორი:

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ვერსიით, ქალს აღნიშნული დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

"ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ... 2 წელი ჩუმად ვიყავით და დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი" - მიხეილ კალანდიას ძმა

კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე: "მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს?"

რა კომენტარს აკეთებს ზაზა სარალიძე გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაზე