ავტორი:

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

BBC-ის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის უნიკალურ საშუალებას მიაკვლიეს. ახალი აღმოჩენის შესახებ წერს telegraph-იც. ორივე გამოცემის ცნობით, აღმოჩენამ შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გააიოლოს.

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ახალი ტიპის იმუნური უჯრედები. მეცნიერები რეალურად ბაქტერიების საწინააღმდეგო უჯრედებს ეძებდნენ და ახალი ტიპის ტ-ლიმფოციტებს მიაკვლიეს, რომლის საშუალებითაც კიბოს პრევენციას შეძლებენ.

მკლევარების თქმით, ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტ-ლიმფოციტები ისეთი რეცეპტორების მატარებელია, რომელიც აუვნებლებს საფრთხეს და არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.

როგორ არჩევს ტ-ლიმფოციტი კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედებისგან, ჯერ უცნობია და მეცნიერები ამ ეტაპზე ყოველივეს უფრო დეტალურად სწავლობენ.

მათი მტკიცებით, ახალი აღმოჩენა შესაძლებელს გახდის კანის, სისხლის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, წელის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელების და საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხებას.

კარდიფის მედიცინის სკოლის პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი, ენდრიუ სიუელი აღმოჩენას მოულოდნელს უწოდებს.

"ეს სპონტანური და მოულოდნელი აღმოჩენაა, ჩვენი კვლევა ზრდის პერსპექტივას, რომ დავამარცხოთ სხვადასხვა სახის სიმსივნე. აქამდე არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, - ამბობს პროფესორი "ბიბისი“- სთან.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა