ავტორი:

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

1 თებერვალს პირველად საქართველოში, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უშვილობა 35+“ გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და GGRC-ის კლინიკური დირექტორის ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის "უნაყოფობა -კითხვები და პასუხები“ პრეზენტაცია.

მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით საქართველოში პირველად ტარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფია. ღონისძიებაზე უფრო დეტალურად კონფერენციის ორგანიზატორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე გვესაუბრება.

- ვინ იქნებიან კონფერენციის მომხსენებლები და რა ნიშნით შეარჩიეს ისინი?

- კონფერენციის მომხსენებლები არიან რეპროდუქტოლოგიის და ემბრიოლოგიის სფეროში გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანები. ზოგიერთი მათგანი დარგის ფუძემდებლადაც ითვლება. ჩვენთან სტუმრად იქნება პროფესორი, რომელის სახელსაც უკავშირდება უშვილობის მკურნალობის არტ-მეთოდის და პროცედურის დანერგვა. კონფერენციის სპიკერები არამარტო აქტიურ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევიან ჩვენს სფეროში, ასევე ახორციელებენ დიდ მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობასაც, რომელიც ფასდაუდებელია მთელი მსოფლიოსთვის.

- რას ნიშნავს ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი და რატომ არის ის საინტერესო მონაწილეებისთვის?

- ემბრიოტრანსფერი - ეს არის ემბრიონების გადატანის პროცედურა საშვილოსნოს ღრუში. ემბრიოტრანსფერისათვის სასურველ დღეს ერთად არჩევენ რეპროდუქტოლოგი და ემბრიოლოგი, რაც დამოკიდებულია მიღებული ემბრიონების რაოდენობასა და ხარისხზე. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ემბრიონის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. დღეს სპეციალისტები თვლიან, რომ პროცედურის შესრულებისათვის ყველაზე სასურველია ბლასტოცისტების გადატანა საშვილოსნოს ღრუში, რადგანაც ემბრიონის განვითარების ამ სტადიაზე შესაძლებელია ჩატარდეს სრულფასოვანი პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, გარდა ამისა ბლასტოცის განვითარების სტადიაზე მყოფ ემბრიონებს იმპლანტაციის მეტი შანსი აქვთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციისთვის სასურველი ადგილის შერჩევას, რაც ოპერატორის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული შედეგის მისაღწევად ემბრიოტრანსფერის შესრულების პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, აღნიშნული ვორქშოფი სპეციალისტებისთვის საინტერესო იქნება, რადგანაც მათ საშუალება მიეცემათ, უცხოელი ექსპერტების გამოცდილება გაიზიარონ.

- ზოგადად, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით და რას შეცვლის აღნიშნული კონფერენცია?

- ეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული სფეროა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუდამ ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა კლინიკებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თემატურ კონფერენციებზე დასწრებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მომუშავე კლინიკები ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა პროცედურას მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე ფლობენ. ვიმედოვნებ, რომ კონფერენციის შემდეგ მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლდება.

- საქართველოში რამდენად სწრაფად და ხარისიხანად ინერგება ის სიახლეები, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების კუთხით მსოფლიოში არსებობს?

- საქართველოში დღეს ინ ვიტრო განაყოფიერება ფეხდაფეხ მიყვება იმ სამეცნიერო პროგესს, რომელიც მსოფლიოშია. რეპროდუქტოლოგია თავისთავად სწრაფად განვითარებადი დარგია. 21-ე საუკუნის საქართველოში ეს დარგი მთლიანად ჩართულია მსოფლიო განვითარების პროცესში კონფერენციების, ვორქშოფების, აპარატურის და სხვადასხვა რანდომიზირებული კვლევებში მონაწილეობის საშუალებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკურნალობის მეთოდები ქართველი რეპროდუქტოლოგების მიერ ანალოგიურია, როგორც ლონდონის, ისრაელის და მსოფლიოს სხვა წამყვან კლინიკებშია.

- ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტების ამაღლების კუთხით, კიდევ რა აქტივობებს ატარებს GGRC და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ტემპს და უახლეს სტანდარტებს. ვახორციელებთ აპარატურის პერმანენტულ განახლებას, მსოფლიოში სწრაფადგანვითარებადი კვლევის მეთოდების დანერგვას ან გამოყენებას. ვგეგმავთ სასწავლო ცენტრის გაკეთებას, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მოხდება დარგის ინოვაციების, მკურნალობის მეთოდების, პროცედურების ტექნიკური მხარის ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგებისთვის გაზიარება.

კონფერენცია "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 1 თებერვალს გაიმართება, დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: www.conference.ggrc.ge

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!!!

თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა