ავტორი:

"უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის" - ცოტნე ივანიშვილი მხატვრის ამპლუაში და ფოტოები პირადი "ინსტაგრამიდან"

"უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის" - ცოტნე ივანიშვილი მხატვრის ამპლუაში და ფოტოები პირადი "ინსტაგრამიდან"

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნამუშევრების უნიკალურ კოლექციას ფლობს... ალბათ მისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ მის უმცროს ვაჟს ცოტნე ივანიშვილს, ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ...

ცოტნეს შემოქმედების შესახებ მხატვართა კავშირის თავჯდომარე გურამ ცერცვაძე გვესაუბრება. მისი თქმით, ივანიშვილის ვაჟი უკვე გამოფენებშიც იღებს მონაწილელობას.

- საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ოპიზა"-ს მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული სამხტვრო სკოლებთან. ამ დარბაზში იმართება სამხატვრო სკოლების ბავშვების ნამუშევართა გამოფენა... ცოტა ხნის წინ გამოფენაში მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვია, რომელიც გამოფენაზე თავის ანიმალისტური კომპოზიციებით წარსდგა. როგორც ჩანს ცოტნეს ძალიან უყვარს ცხოველების, ბუნების ხატვა. მისი ზეთში შესრულებული ფერწერული ნამუშევარი "თეთრი მგელი" იყო წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, რომელიც ძალიან შამბეჭდავი გახლდათ... მეორე გამოფენაზე ვეფხვის ნახატი წარმოადგინა. როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებსაც ქმნის.

ჩვენც საშუალება მივეცით, ცოტნეს ჩვენს საგამოფენო სივრცეში, სხვა ბავშვებთან ერთად მიეღო მონაწილეობა! საახალწლო-საშობაო გამოფენაზე ჩვენს დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების წარმოდგენა ეწყობა. სწორედ აქ მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. მისმა ნამუშევრებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა... უდავოდ დიდი ნიჭი აქვს და როგორც ჩანს, თავის მოღვაწობას მხატვრული კუთხით გააგრძელებს. იგი თავის ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, რაც ძალიან სასიხარულოა! აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა თაობაა! ძალიან მოაზროვნე ბავშვები არიან და თავის საქმე უყვართ.

- რამდენად გულშემატკივრობენ ცოტნე ივანიშვილს მშობლები?

- გამოფენებზე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე არ ყოფილან, ალბათ ვერ მოახერხეს მოსვლა, მოუცლელობის გამო... დარბაზში ცოტნეს ხელოვნების გულშემატკივრები იყვნენ. ჯერჯერობით ჩვენც არ გვქონია ბატონ ბიძინასთან არანაირი კონტაქტი. თუმცა ყველამ ვიცით ბიძინა ივანიშვილს რომ ძალიან უყვარს ხელოვნება, არაჩვეულებრივი კოლექციის პატრონიც ბრძანდება, როგორც მსოფლიოში ცნობილი, ასევე ქართველი მხატვრების ნამუშევრების. ალბათ მომავალში მოგვიწევს შეხვედრა, ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს და იმედია წარმატებულად განხორციელდება!