ავტორი:

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ჩინეთში, ახალი ე.წ. კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ვირუსის 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ჩინელმა მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ის უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და იაპონიაში, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში.

რაც შეეხება საქართველოს და შესაძლო საფრთხეებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში აღნიშნული ვირუსის შემოსვლის "არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება, არ არსებობს".

"ჩინეთში გაჩნდა ატიპიური პნევმონიის შემთხვევები. ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და ბოლო 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია.

უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის.

ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს”,- აცხადებს გამყრელიძე.

როგორც ცნობილია დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განიხილება.

რა ვიცით ვირუსის შესახებ? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია:

  • ეს არის კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც აქამდე ადამიანში არ გამოვლენილა.
  • კორონავირუსი ვირუსების დიდი ოჯახია, მაგრამ მათგან მხოლოდ ექვსი აინფიცირებს ადამიანს (ახალი ვირუსი კი უკვე მეშვიდეა).
  • მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსის წყარო ცხოველები არიან, ვირუსმა მუტაცია განიცადა და ადამიანებში გავრცელდა.ინფექციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნთქვის გახშირება და სუნთქვის პრობლემები.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, თავი შეიკავოთ ცხოველებთან დაუცველად მიკარებისგან, ასევე სიფრთხილით შეარჩიოთ და კარგად მოხარშოთ ხორცი და კვერცხი, თავი აარიდოთ იმ ადამიანთან ახლოს კონტაქტს, რომელსაც გრიპის სიმპტომები აქვს.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპი 2000 წელსაც გავრცელდა და მაშინ სხვადასხვა ქვეყანაში 774 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ გავრცელების არეალი უმეტესად აზიის ქვეყნები იყო.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ