ავტორი:

მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

ინტერპრესნიუსი აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს დაუკავშირდა, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, 9 იანვარს მღვდელ-მონაზონმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი აზიარა. მამა ანდრია სარიას თქმით, გიორგი მამალაძეს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რაც ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს.

"საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, - განაცხადა მან.

ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

როგორია აეროპორტში შემოწმებული მგზავრების მონაცემები - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი

თქვა თუ არა უარი სასწრაფოს ექიმების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება