ავტორი:

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კლინიკა „მედინაში" წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კლინიკა „მედინას" ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა.

„მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, - განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმში კლინკა „მედინა" ცოტა ხნის წინ დატოვა. მასთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ონლაინ ვაჭრობა დაშვებულია - რა წერია მთავრობის დადგენილებაში

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი