ავტორი:

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივ თოვლიანი, ნაწილობრივ კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იკლებს ყველგან, როგორც ბარში ისე მაღალ მთაში.

სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

25-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა.

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა