ავტორი:

სალომე ზურაბიშვილისა და პრინც ჩარლზის შეხვედრა - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილისა და პრინც ჩარლზის შეხვედრა - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრო.

"გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს". ღონისძიება, რომელიც მუზეუმ "იად ვაშემში" გაიმართა, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს მიეძღვნა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ძალიან დიდ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.

"ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში და რასაც შეიძლება შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს. საქართველოსათვის პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ეს მსოფლიო მოვლენაა", - ამბობს პრეზიდენტი.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრნენ. მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-უალტერ შტაინმაიერი, ასევე ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი.

სალომე ზურაბიშვილი მიღების ამსახველ ფოტოებს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ფოტოებზე მისი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრაა აღბეჭდილი.

ზურაბიშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად
სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-უალტერ შტაინმაიერი
სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი