ავტორი:

"ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესიეთ" - ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესიეთ" - ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

რამდენჯერაც შოუს დადგამ, იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში, მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ლევან ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს მასთან მარტო მისვლისკენ მოუწოდა და "ქართული ოცნების“ დეპუტატები "ფარჩაკებად“ მოიხსენია.

"მარტო მოდი, ათი რომ დამესიეთ. გგონიათ მაგით შემაშინებთ და შენ მაგარი ბიჭი ხარ? რა დაგავალეს ბიჭო ამისთანა. ჩამოდი ქვემოთ, ხელი ხომ დამარტყი? ჩამოდი. ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?“- მიმართა ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს.

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ დამლაგებელს გამოესარჩლა, რომელსაც 8 ლარს აძლევენ.

"როგორ გამოვესარჩლე დამლაგებელს, რომელსაც 8 ლარს აძლევენ და თვითონ რომ ვერ გაძღნენ, ამის გამო მოხდა ჩხუბი. თავიდანვე დაგეგმილი იყო ეს, მაქსიმალურად ვცდილობდი, არ შევსულიყავი ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ რა დავალებაც ჰქონდათ, აწუხებს დედაქალაქის მერს ხაბეიშვილი და უთხრა, რომ 20-30 ხართ და ჩაქოლეთ,“-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავთანდილ ცინცაძე კი განმარტავს, რომ დაპირისპირების მიზეზი ხაბეიშვილის მიერ პირადი შეურაცხყოფის მიყენება იყო.

დღეს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში

გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"

"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე