ავტორი:

"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე დააკავეს. ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, სახლში მიდიოდა. ის ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. გაოგნებულია დაკავებით, ელოდება საქმის მასალებში ჩახედვას, რომ გაიგოს მისი დაკავების საფუძველი რა არის. ამ დრომდე საქმის მასალების გადმოცემას ველოდებით, უკვე რამდენჯერმე მივმართეთ", - განაცხადა კომახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. მას მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

ახმეტის რაიონში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი